воскресенье, 18 апреля 2010 г.

პროექტი

1.პროექტის სახელი: პეპელა.

2.პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მიზანია მოსწავლეებმა გაიცნონ პეპელა, როგორც მწერი.მიიღონ მასზე ინფორმაცია,რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ცნობისმოყვარეობის გაღვივებას.

3.პროექტის სრული აღწერა:პეპელა 140000-ზე მეტი სახეობისაა,აქვს 2 წყვილი ფრთა,დაფარულია ქერცლით.აქვს ხორთუმი,რომლითაც ყვავილებიდან ნექტარს იღებს.ზომის მიხედვით სხვადასხვაგვარია: 1სმ-დან 30სმ-მდე (გაშლილი ფრთების მიხედვით). ძირითადად ლამაზი შეფერილობისაა.არსებობენ დღისა და ღამის პეპლები. იკვებებიან ყვავილების ნექტარით,მცენარეთა გამონაჟური წვენით. აქვს ორი თვალი და ულვაშები,სადაც ყნოსვის ორგანოებია განლაგებული. ცხოვრობს ცოტა ხანს (ერთი ან რამდენიმე დღე). პეპელას ემტერებიან ფრინველები, ობობა თავისი ქსელით, კრაზანები. მას სარგებლობაც მოაქვს:დამტვერავს ყვავილებს, როცა გადაფრინდება ერთიდან მეორეზე, ამით ეხმარება მცენარეებს გამრავლებაში.

4.მონაწილეთა ასაკი : 9 წლის.

5.ვადები, ხანგრძლივობა : ერთი კვირა.

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში :
მოსწავლე აღწერს საგანს ( ამ შემთხვევაში– პეპელას ). ადგენს მცირე მოცულობის ტექსტს. იხსენებს ლექსებს, გამოცანებს .
7.მოსალოდნელი შედეგები. პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას :
მოსწავლე იღებს სრულ ინფორმაციას მწერის შესახებ, რომ ის მხოლოდ ბუნების სილამაზე კი არ არის, არამედ სარგებლობაც მოაქვს.
8.სამუშაო ენა : ქართული ენა .

9.ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი :
მოსწავლე იხსენებს მსგავსი თემატიკის ნაცნობ ტექსტებს, მულტფილმებს,ილუსტრაციებს, მსჯელობს მსგავსება– განსხვავებაზე. მიღებული შთაბეჭდილებებით ქმნის ილუსტრაციებს. სარგებლობს სკოლის ბიბლიოთეკით, რომ მოიძიოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია მწერზე.
10.პროექტის ავტორი : თამარ ოქროპირიძე.

11.ავტორის E-mail tamarokropiridze@gmail.com